Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოლია ბუკია![]()
Biography1905 წლიდან ასწავლიდა ქართულ ენას. 1905 წლის ოქტომბერში, რევოლუციური მოძრაობის დროს, როდესაც ქუთაისს ვიცე-გუბერნატორი ალ. ყიფშიძე (იგივე ალ. ფრონელი) ეწვია, ნიკოლოზ ბუკიამ ქართულად დაწერილი შემდეგი მოთხოვნები წამოაყენა: კაზაკების გაყვანა ზუგდიდიდან, ქართული ენის შემოღება ყველა დაწესებულებაში, დემოკრატიული ერობა, საყოველთაო არჩევნები, სრულიად საქართველოს ფართო დემოკრატიული ავტონომია, მიწა მიწის მუშებს და სხვ. ნიკოლოზ ბუკია ხელისუფლების მხრიდან იდევნებოდა, რამდენიმე ხანი ციხეშიც იჯდა. სცენისმოყვარული, სამეგრელოს რევოლუციური მოძრაობის მონაწილე. საზოგადო მოღვაწე, ქალაქ ზუგდიდში პირველი ბიბლიოთეკის დაფუძნების თაოსანი, პირველი სპექტაკლის დადგმის ორგანიზატორი ზუგდიდის თეატრში, სცენარისტი, პირველი ქართული სკოლის დამაარსებელი ქალაქ ზუგდიდში, წლების მანძილზე ზუგდიდის რუსული სკოლის დირექტორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.430
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |