The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი გასვიანი

აკაკი გასვიანი
Legal name:გასავ გასვიანი
Date of birth:23 January, 1938
Date of death:26 June, 2021  (at 83 years)
Category:Historian, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხალდე, მესტიის რაიონი.

დაამთავრა მ. გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი სპეციალობით ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა 1960 წელს.

1960-1970წწ. გუდაუთის რაიონის სოფელი ოთხარის საშუალო სკოლა, მასწავლებელი; 1970-1988წწ. სოხუმის მე-15 საშუალო სკოლა, მასწავლებელი; 1970-1979წწ. სოხუმის მე-20 საშუალო სკოლა, მასწავლებელი; 1988-1990წწ. ჟურმალი "რიწა", პროზის განყოფილების გამგე; 1989-1992წწ. აფხაზეთის განათლების მუშაკთა კულტურის სახლი, დირექტორი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 1991 წლიდან  ქ. გაგრის კოლხიდის N13 საარჩევნო ოლქი, თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1995წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის და თვდაცვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2000-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კ. ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.109; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.120 

Member of Organizations

  • პოლიტიკური ორგანიზაცია "ლემი", თავმჯდომარე (1989-1997)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი, წევრი (2001-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, კომიტეტის წევრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აფხაზეთი", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2000-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აფხაზეთი", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2001-2004)

Awards and Honors

  • 1998 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

Share: