The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონდრატი გაბიჩვაძე

კონდრატი გაბიჩვაძე
Other name:ზემოური  (Pseudonym)
Date of birth:4 March, 1874  (151 years)
Date of death:19??
Category:Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩორჯო, ხვანჭკარის თემი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი (1891), სასოფლო-სამეურნეო სკოლა (1897) და იალტის უმაღლესი მეურნეობის კურსები (1902).

ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში სწავლისას (1891-1897) მიხა ცხაკაიას ხელმძღვანელობით, მონაწილეობდა "მესამე დასელთა" წრეში, იმავე დროს რედაქტორობდა მოწაფეთა ხელნაწერ ჟურნალ "ნორჩ მეურნეს"- ზემოურის ფსევდონიმით. 1898-1900 წლებში გურიის სოფლებში მუშაობდა მასწავლებლად, 1903 წლიდან კი საუფლისწულო და სახალხო მამულებში მეღვინედ, რაიონის აგრონომად და სხვ. 1908-1915 წლებში იყო მიწათმოქმედების სამინისტროს სასოფლო ეკონომიკისა და სასოფლო მეურნეობის სტატისტიკის  განყოფილების მუდმივი კორესპონდენტი, შემდეგ საკავშირო ხარისხის ინსპექტორი. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1899 წლიდან ("ჯეჯილი" №3,4,5). წერდა სოფლის მეურნეობის შესახებ, უმთავრესად მეღვინეობაზე. კომპოზიტორ რევაზ გაბიჩვაძის მამა. მეღვინე, აგრონომი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I . ა-დ/იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.460


Share: