Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია მენაბდე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1978- 1980 წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ტელერადიოცენტრის სინათლის ტექნიკოსად; 1980-1983 წწ. კინოგადამღები აპარატურის სუპერტექნიკოსად; 1983 წლიდან საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიის კინოოპერატორის ასისტენტად არაერთ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმზე, მათ შორის: "ათოვდა ზამთრის ბაღებს" (1984), "შვიდკაცა" (1984-1991), "თიხით მოუბარი" და სხვა. 1991 წლიდან როგორც დამდგმელ ოპერატორს გადაღებული აქვს ფილმები: "ერთი ბედის ანოტაცია" (1991), "საქართველოს ქრონიკები" (1992), "მერაბ კოსტავა"; მონაწილეობდა ტელეფილმების სტუდიის საფონდო განყოფილების მიერ მომზადებული არაერთ სიუეტისა და კინოპორტრეტის შექმნაში; 1992-1993 წწ. მოღვაწეობდა ტელეკომპანია "ტაო"-ს კინოოპერატორად; 1993-2001 წწ. შპს "აიეტი"-ს ტექნიკოს-ოპერატორად; 2001-2014 წწ. ტელეკომპანია "იმედი"-ს ინჟინერ-ტექნიკოსად; 2014 წლიდან პუბლიცისტურ კინოპროექტ "საქართველო საზღვაო ქვეყანაა"-ს თანაავტორი და საპროდიუსერო ჯგუფ "TRAVERSE"-ს დამდგმელი ოპერატორი და მონტაჟის რეჟისორი ფილმებზე: "ფრაგმენტები კაპიტნის ცხოვრებიდან" (2016), "კაპიტანი ლევანი - სრული სვლით" (2017), "მთელი არსებით ზღვისკენ" (2018), "ბალადა კაპიტანზე" (2019), "უფლის რწმენით და შეწევნით" (2019), "მისი ცხოვრების გზა" (2020). კინო-ტელეოპერატორი. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |