The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანული ანთია

ნანული ანთია
Date of birth:25 December, 1942
Date of death:4 January, 2019  (at 76 years)
Burial location:ქალაქ წალენჯის სასაფლაო
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭითაწყარი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა ა. მ. გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1966 წელს; ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1974 წელს; საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ორწლიანი უნივერსიტეტი 1981 წელს.

პედაგოგიური საქმიანობა ზუგდიდის რაიონ სოფელ ხეცერაში დაიწყო, შემდეგ მუშაობა განაგრძო წალენჯიხის N1 საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად, მალევე წალენჯიხის N2 საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად გადაიყვანეს; 1985-2005 წწ. ქ. წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეა; პარალელურად, 2001 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის ჰუმენიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტსა და მასთან არსებული კოლეჯის წალენჯიხის ფილიალში ჯერ ისტორიის სპეციალისტად, შემდგომ ფაკულტეტის დეკანად და ბოლოს დირექტორის მოადგილედ. 2005 წელს მისი თანაავტორობით გამოიცა წიგნის "საუკუნის მაჯისცემა" ორტომეულის პირველი ტომი. ნაშრომი ისტორიულ-სამეცნიერო ხასიათს ატარებს, ამასთან მის სიცოცხლეშივე დასრულდა წიგნის მეორე ნაწილის მომზადება. მათში თავმოყრილია უდიდესი მასალა, რაც, ძირითადად, უკავშირდება სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთ უძველეს წალენჯიხის N2  (ისტორიულად N1) სკოლას, რომელიც 1869 წელს დაარსდა. ჰქონდა პედაგოგიური საქმიანობის 45 წლიანი სტაჟი, სიცოცხლის უკანასკნელი წლები კი სამეცნიერო საქმიანობას დაუთმო.

Awards and Honors

  • 2003 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • 2003 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: