Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიამ ბოჭორიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. 1901 წელს, პარტიის დავალებით მუშაობა დაიწყო წითელი ჯვრის საზოგადოებაში, ეხმარებოდა მეტეხისა და ორთაჭალის ციხის პოლიტპატიმრებს. მისი უშუალო მანაწილეობით გაიჭრა მეტეხის ციხის გვირაბი, საიდანაც პოლიტპატიმრებმა გაქცევა მოახერხეს. 1907 წელს მონაწილეობდა ერევნის მოედნიდან სახაზინო ფულის ექსპროპრიაციაში. 1908 წელს ბაქოში, პარტიული ორგანიზაციის დავალებით იოსებ ჯუღაშვილთან და ბუდუ მდივანთან ერთად ფოსტიდან ფულის გასატაცებლად გაიგზავნა. 1909 წელს მონაწილეობდა გორის ხაზინის ქვეშ გვირაბის გაყვანაში, იგი სხვებთან ერთად შეიპყრეს და დააპატიმრეს. 1917-1921წწ. ხაშურში მენშევიკთა წინააღმდეგ არალეგალურ მუშაობას აწარმოებდა; გასაბჭოებიდან 1924 წლამდე ჭიათურაში ქალთა ორგანიზატორად მუშაობდა, იყო კბილის ტექნიკოსი სტომატოლოგიურ კლინიკაში. დაიღუპა ავტოკატასტროფაში. მიხეილ (მიხა) ბოჭორიძის და. რევოლუციონერ-ბოლშევიკი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.417
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |