შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ბოჭორიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1904-1905წწ. იყო განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე. 1906 წელს სახალხო მასწავლებლობის უფლება მოიპოვა და სოფლის სამრევლო სკოლაში დაიწყო მუშაობა. 1911-1921წწ. მასწავლებლობდა სოფ. მუხურაში, ჯვარისში, შოსტანაში, ხელმძღანელობდა კოოპერატივს (გამგე-თავმჯდომარე). დაინტერესებული იყო რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობით. 1914 წელს სოციალ-რევოლუციურ პარტიას მოემხრო. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ერთდროულად თავმჯდომარეობდა აღმასრულებელ კომიტეტს, კოოპერატივს, კულტურულ-საგანმანათლებლო კომისიას, სასურსათო კომიტეტს. იყო მუშათა საბჭოების, დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირის მთავარი გამგეობის წევრი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იყო ტყიბულის მაღაროების სამეურნეო ნაწილის გამგე. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1910 წელს ("თეატრი და ცხოვრებაში" მიხეილ დაჩაგრულის ფსევდონიმით გამოაქვეყნა მინიატურა "ჩონჩხები"). მისი მოთხრობების უმეტესობა დაიბეჭდა ქუთაისის გაზეთ "შრომაში", ალმანახ "სხივში", "თემში"; მინიატურები -"თეატრი და ცხოვრებაში" (აქვე დაბეჭდა პიესა "ვნების ბრჭყალები"). ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს. მინიატურისტი, პოლიტიკურ-საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.414 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |