The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა თოიძე

შალვა თოიძე
Date of birth:10 June, 1910
Date of death:28 August, 1990  (at 80 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გურიანთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს.

1941-1945წწ. მოქმედ არმიაში მუშაობდა სამედიცინო სანიტარული ბატალიონის წამყვან ქირურგად; 1954–1987წწ.  განაგებდა ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში; 1987 წლიდან იყო კონსულტანტი; შეისწავლა შინაგანი ორგანოების მსხვილი სისხლძარღვებისა და სპინალური ნერვების ანატომიური ცვალებადობა, დაამუშავა ღვიძლზე, სუბდიაფრაგმულ სივრცესა და ბადექონის აბგაზე ოპერაციული მიდგომის წესები; ს. ხეჩინაშვილთან და შ. ტყემალაძესთან ერთად შექმნა ხორხის ამოკვეთისას ხახის დეფექტის დახურვის ორიგინალური მეთოდი; მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, საბრძოლო ორდენები და მედლები; ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1952). 2016 წლის 27 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტში გაიხსნა პროფესორ შალვა თოიძის ბიუსტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.85; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.343; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი / Tbilisi State Medical University's post: facebook.com

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: