შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გედევანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა მანგლისი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და მოსკოვის უნივერსიტეტი 1884 წელს. 1885-1889წწ. ხელმძღვანელობდა მოძრავ ლაზარეთებს კასპიის მხარეში. 1889-1916წწ. იყო თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების ორდინატორი. 1892 წელს აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქოლერის საწინააღმდეგო ბრძოლაში თელავის, სიღნაღის და დუშეთის მაზრებში. 1894-1920წწ. ინსპექტირებას უწევდა თბილისის მიხეილის საავადმყოფოსთან არსებულ საფერშლო სკოლას, სადაც ასწავლიდა ანატომიას, ფარმაკოლოგიას, ფიზიოლოგიას და ჰიგიენას. იგი უსასყიდლოდ მკურნალობდა ქართული გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეებს, სახელმწიფო ოპერის სცენის მუშებს. ასწავლიდა კბილის ექიმთა სასწავლებელში, ქალთა საფერშლო სკოლაში. იყო წითელი ჯვრის საზოგადოების გამგის თანაშემწე, სრულიად უფასოდ მონაწილეობდა საზოგადოებრივ-საქველმოქმედო და კულტურულ საქმიანობაში, ხელმძღვანელობდა საგამოცდო-საექსპერტო კომისიებს, თავმჯდომარეობდა პირველი სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებს თბილისში, პრესაში გაბედულად აშუქებდა საზოგადო ხასიათის საკითხებს, წერდა სამედიცინო-სამეცნიერო შინაარსის სტატიებს "სამედიცინო მიმოხილვაში", მონაწილეობდა სამკურნალო ჟურნალ "საუნჯის" სარედაქციო მუშაობაში, როგორც სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე. 1925 წლის 25 ივნისს დავით გედევანიშვილს თბილისში გადაუხადეს მოღვაწეობის 40 წლის იუბილე. ფსიქიატრი, ნევროპათოლოგი. (მცხეთის გედევანიშვილთაგანი). წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.538 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |