Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით გედევანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა მანგლისი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და მოსკოვის უნივერსიტეტი 1884 წელს. 1885-1889წწ. ხელმძღვანელობდა მოძრავ ლაზარეთებს კასპიის მხარეში. 1889-1916წწ. იყო თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების ორდინატორი. 1892 წელს აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქოლერის საწინააღმდეგო ბრძოლაში თელავის, სიღნაღის და დუშეთის მაზრებში. 1894-1920წწ. ინსპექტირებას უწევდა თბილისის მიხეილის საავადმყოფოსთან არსებულ საფერშლო სკოლას, სადაც ასწავლიდა ანატომიას, ფარმაკოლოგიას, ფიზიოლოგიას და ჰიგიენას. იგი უსასყიდლოდ მკურნალობდა ქართული გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეებს, სახელმწიფო ოპერის სცენის მუშებს. ასწავლიდა კბილის ექიმთა სასწავლებელში, ქალთა საფერშლო სკოლაში. იყო წითელი ჯვრის საზოგადოების გამგის თანაშემწე, სრულიად უფასოდ მონაწილეობდა საზოგადოებრივ-საქველმოქმედო და კულტურულ საქმიანობაში, ხელმძღვანელობდა საგამოცდო-საექსპერტო კომისიებს, თავმჯდომარეობდა პირველი სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებს თბილისში, პრესაში გაბედულად აშუქებდა საზოგადო ხასიათის საკითხებს, წერდა სამედიცინო-სამეცნიერო შინაარსის სტატიებს "სამედიცინო მიმოხილვაში", მონაწილეობდა სამკურნალო ჟურნალ "საუნჯის" სარედაქციო მუშაობაში, როგორც სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე. 1925 წლის 25 ივნისს დავით გედევანიშვილს თბილისში გადაუხადეს მოღვაწეობის 40 წლის იუბილე. ფსიქიატრი, ნევროპათოლოგი. (მცხეთის გედევანიშვილთაგანი). წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.538 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |