The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ თოხაძე

თამაზ თოხაძე
დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:17 მაისი, 1993  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1953წწ. მუშაობდა ქ. ვოროშილოვგრადის (უკრაინა) საავადმყოფოში ქირურგად; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოტორინოლარინგოლოგიის კათედრის ასისტენტი (1956); 1972-1993წწ. ამავე ინსტიტუტის ამავე კათედრის გამგე. 1971 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრის გამგე; შექმნა სმენის გამოკვლევის ორი ორიგინალური მეთოდი; იკვლევდა ხორხის კიბოს ჰისტოლოგიურ თავისებურებებს; შეისწავლა ხორხის კიბოსა და კიბოსწინარე მდგომარეობის ზოგიერთი ჰისტოქიმიური თავისებურებები, ხახის ლიმფოიდური ორგანოების მიერ ინტერფერონის გამომუშავების ფუნქცია და განსაზღვრა ამ ორგანოების როლი ანტივირუსულ იმუნიტეტში. 120-ზე მეტი ნაშრომის ავტორია, მათ შორის ორი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოსი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1956), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1970).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ.105; მოგონებები თამაზ თოხაძეზე / შოთა ჯაფარიძე // ავერსი : ჯანმრთელი სიცოცხლე = Healty life : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.-თბილისი, 2016.-N 7 (135).-გვ.64–65საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.704-705

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: