| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ თოხაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1953წწ. მუშაობდა ქ. ვოროშილოვგრადის (უკრაინა) საავადმყოფოში ქირურგად; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოტორინოლარინგოლოგიის კათედრის ასისტენტი (1956); 1972-1993წწ. ამავე ინსტიტუტის ამავე კათედრის გამგე. 1971 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრის გამგე; შექმნა სმენის გამოკვლევის ორი ორიგინალური მეთოდი; იკვლევდა ხორხის კიბოს ჰისტოლოგიურ თავისებურებებს; შეისწავლა ხორხის კიბოსა და კიბოსწინარე მდგომარეობის ზოგიერთი ჰისტოქიმიური თავისებურებები, ხახის ლიმფოიდური ორგანოების მიერ ინტერფერონის გამომუშავების ფუნქცია და განსაზღვრა ამ ორგანოების როლი ანტივირუსულ იმუნიტეტში. 120-ზე მეტი ნაშრომის ავტორია, მათ შორის ორი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოსი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1956), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1970). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ.105; მოგონებები თამაზ თოხაძეზე / შოთა ჯაფარიძე // ავერსი : ჯანმრთელი სიცოცხლე = Healty life : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.-თბილისი, 2016.-N 7 (135).-გვ.64–65; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.704-705 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

