The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ბეგიაშვილი

კონსტანტინე ბეგიაშვილი
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1907
გარდაცვ. თარიღი:19 იანვარი, 1986  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

1926-1927წწ. სწავლობდა საქართველოს სსრ ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ საფინანსო-ეკონომიურ კურსებზე. დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1933 წელს. 

მუშობდა ქ. ახალციხეში სხვადასხვა ორგანიზაციაში; 1933-1935წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრაზე; 1935-1936წწ. იყო გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი; ამასთან, 1935-1938წწ. იგი თბილისის პირველი საცდელ-საჩვენებელი სკოლის პედაგოგია; 1938 წლიდან კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობს, 1938-1947წწ. კითხულობდა ლექციებს ფიზიკური გეოგრაფიისა და გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკაში; შემდეგ იგი ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გადადის და იქ რჩება 1955 წლამდე; 1949-1952წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1960-1979წწ. სამეციერო-კვლევით და პედაგოგიურ მუშობას ეწეოდა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. კითხულობდა ლექციებს ზოგად დედამიწისმცოდნეობაში ასტრონომიის საფუძვლებით, ასევე მხარეთმცოდნეობის საფუძვლებით და სპეცკურსებს; თარგმნა რამდენიმე სახელმძღვანელო. პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობასაც; მისი ძირითადი სამეცნიერო ინტერესი იყო ღვარცოფების შესწავლა და მისი უარყოფითი შედეგების საწინააღმდეგო ღონისძიებათა დასახვა. დაამუშავა თეორიული საკითხები ღვარცოფების გენეზისის, მათი წარმოშობისა და გადადგილების კანონზომიერებანი, ნაფენებისა და თვით ღვარცოფების ტიპიზაცია და სხვ. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, რომელთაგანაც ნახევარზე მეტი გამოქვეყნებულია. 

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.38-39


გააზიარე: