Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ბეგიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. 1926-1927წწ. სწავლობდა საქართველოს სსრ ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ საფინანსო-ეკონომიურ კურსებზე. დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1933 წელს. მუშობდა ქ. ახალციხეში სხვადასხვა ორგანიზაციაში; 1933-1935წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრაზე; 1935-1936წწ. იყო გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი; ამასთან, 1935-1938წწ. იგი თბილისის პირველი საცდელ-საჩვენებელი სკოლის პედაგოგია; 1938 წლიდან კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობს, 1938-1947წწ. კითხულობდა ლექციებს ფიზიკური გეოგრაფიისა და გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკაში; შემდეგ იგი ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გადადის და იქ რჩება 1955 წლამდე; 1949-1952წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1960-1979წწ. სამეციერო-კვლევით და პედაგოგიურ მუშობას ეწეოდა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. კითხულობდა ლექციებს ზოგად დედამიწისმცოდნეობაში ასტრონომიის საფუძვლებით, ასევე მხარეთმცოდნეობის საფუძვლებით და სპეცკურსებს; თარგმნა რამდენიმე სახელმძღვანელო. პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობასაც; მისი ძირითადი სამეცნიერო ინტერესი იყო ღვარცოფების შესწავლა და მისი უარყოფითი შედეგების საწინააღმდეგო ღონისძიებათა დასახვა. დაამუშავა თეორიული საკითხები ღვარცოფების გენეზისის, მათი წარმოშობისა და გადადგილების კანონზომიერებანი, ნაფენებისა და თვით ღვარცოფების ტიპიზაცია და სხვ. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, რომელთაგანაც ნახევარზე მეტი გამოქვეყნებულია. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.38-39
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |