Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ბეჟანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კახაბერი, ხელვაჩაურის რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობით 1961 წელს. 1961 წელს მუშაობა დაიწყო შუახევის რაიონის სოფელ ნიგაზეულის საშუალო სკოლაში მასწავლებლად. 1964 წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის პლანეტარიუმში დირექტორად. 1975 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრაზე ასისტენტად. 1990 წელს დაინიშნა უნივერსიტეტის პრორექტორად ჰუმანიტარული მუშაობის დარგში. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ბუნებათსარგებლობის საკითხებზე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიული ასპექტები მთიანი აჭარის მაგალითზე", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.40-41
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |