Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე თუმანოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კანი, საფრანგეთი. დაამთავრა ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი 1883 წელს (სანქტ-პეტერბურგი). 1904-1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის და 1914-1918წწ. I მსოფლიო ომებში; 1908 წლიდან მეთაურობდა ლიტვის ულანთა მე-5 პოლკს; 1912 წლიდან კავკასიის მე-9 საკავალერიო დივიზიის I ბრიგადას, იმავე წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება; 1916 წლიდან ხელმძღვანელობდა ამურისპირეთის I ცხენოსანთა ბრიგადას; 1917 წლის მარტში გადაიყვანეს სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის არმიების მთავარსარდლის გენერალ ა. ბრუსილოვის განკარგულებაში, ამავე წლის აპრილიდან დანიშნეს მე-9 საკავალერიო დივიზიის მეთაურად; 1918 წლიდან ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. მონაწილეობდა სამხედრო მოსამსახურეთა რუსეთის საზოგადოების საქმიანობაში; 1930-1931წწ. თავმჯდომარეობდა ამ საზოგადოების კავკასიის არმიის ოფიცერთა კავშირს. დაჯილდოებულია ოქროს იარაღით წარწერით "მამაცობისთვის" (1906). რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1917). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.123 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |