The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო ბუაჩიძე

ლადო ბუაჩიძე
Legal name:ვლადიმერ ბუაჩიძე
Date of birth:8 July, 1958  (66 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი კარტოგრაფიის სპეციალობით 1985 წელს.

1984 წლიდან მუშაობდა თბილისის კარტოგრაფიულ ფაბრიკაში მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე. 1997-2000წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს ენციკლოპედიაში წამყვან კარტოგრაფად. ასევე, იმავე წლიდან შეთავსებით მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრაზე, სადაც კითხულობს ლექციებს რუკების შედგენა-გაფორმება, კარტოგრაფიული წარმოების ეკონომიკა, მენეჯმენტი, სტრუქტურა, რუკებისა და ატლასების მომზადება და გამოცემა. მუშაობს საკვალიფიკაციო თემაზე, რომლის ირგვლივ გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერ ნაშრომები. შემუშავებულ და გამოცემული აქვს სკოლების გეოგრაფიისა და ისტორიისათვის სხვადასხვა კლასების კონტურული რუკები, მისი ხელმძღვანელობით და რედაქტორობით გამოცემულია ათეულობით კედლისა და დასაკეცი გეოგრაფიული რუკები. მონაწილეობდა ვახუშტი ბაგრატიონის "საქართველოს ატლასის" და "საქართველოს ისტორიის ატლასის" გამოსაცემად მომზადებასა და გამოცემაში. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა გლობუსები, ასევე V-VII კლასების სასკოლო ატლასები (1996-1997). კარტოგრაფი, სს "კარტოგრაფიას" დირექტორი. 

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.51


Share: