The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ გიორგაძე

Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Lawyer, Politician, Public Man

Biography

ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ პიატიგორსკში. 1917 წელს ჩამოაყალიბა "ჩრდილოეთ კავკასიის ქართველთა საზოგადოება", რომლის წევრები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებში გადასახლებული ქართველები. საზოგადოებამ დააარსა წიგნთსაცავ-სამკითხველო, ჩამოაყალიბა დრამწრე, რომელიც პიატიგორსკსა და კისლოვოდსკში ქართულ წარმოდგენებს მართავდა, საქართველოში ქართულ თეატრსა და სხვადასხვა ქართული გამოცემის რედაქციას შემოწირულობით შეგროვილ ფულს უგზავნიდა, ავრცელებდა ქართულ პერიოდულ გამოცემებს და სხვ. საზოგადოების მიზანი იყო ქართული სკოლის დაარსება ჩრდილოეთ კავკასიის ქართველებისათვის. კონტრრევოლუციური შემოტევის დროს ეს საზოგადოება დაიხურა, წევრები 8 დღით დააპატიმრეს, განთავისუფლების შემდეგ ისინი საქართველოში დაბრუნდნენ.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.598

Member of Organizations

  • ჩრდილოეთ კავკასიის ქართველთა საზოგადოება, მუდმივი თავმჯდომარე

Share: