The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაულ თურმანიძე

რაულ თურმანიძე
Date of birth:27 October, 1950  (74 years)
Category:Inventor, Engineer, Mechanical Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1972 წელს.

მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრაზე; 1996 წლიდან იყო ამავე კათედრის გამგე; 1996-2004წწ. პრორექტორი სამეცნიერო დარგში; 2011 წლიდან ხელმძღვანელობს მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიურ მიმართულებას; მისი სამეცნიერული კვლევის მიმართულებაა მიკროიარაღების ახალი კონსტრუქციების შექმნა, სალი შენადნობებისაგან პრეციზიული ბურღების, ფრეზებისა და სპეც. დანიშნულების მიკროიარაღების დამზადების ტექნოლოგიის პროცესები. დაამუშავა საჰაერო ხრახნების ახალი კონსტრუქციები, რომლებიც საშუალებას იძლევა ექსპლუატაციის პროცესში შეიცვალოს ხრახნის გეომეტრია. ხელმძღვანელობდა ადამიანის მენჯ-ბარძაყის სახსრისათვის საჭირო იმპლანტანტების სფერული ზედაპირის მიღების პროექტს და ოპტიმალური წყვილების შერჩევის ახალი ტექნოლოგიური პროცესის დანერგვას. მიღებული აქვს 32 პატენტი და საავტორო მოწმობა; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი: სამი მონოგრაფია, შვიდი სახელმძღვანელო. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. ინჟინერმექანიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1993).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.128; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი (1996-)

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი
    ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის

Bibliography


Share: