The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნარგიზა გამცემლიძე

ნარგიზა გამცემლიძე
Date of birth:1 October, 1935  (89 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზარანი, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი 1957 წელს; თბილის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფიის მასწავლებლის სპეციალობით 1966 წელს.

1957-1959წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამმართველოში; 1959-1995წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიულ განყოფილებაში ჯერ ინჟინერ-კარტოგრაფის თნამდებობაზე, 1971 წლიდან უფროსი ინჟინერია, 1982 წლიდან უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 1990 წლიდან მეცნიერი თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ძირითადად რეტროსპექტულ კარტოგრაფირებას შეეხება. კერძოდ, ვახუშტი ბაგრატიონის შრომების მიხედვით აღდგენილია წარსულის სურათი მინერალური წყლებისა და წიაღისეული სიმდიდრეებისა რეტროსპექტული კარტოგრაფირების მეთოდით. დიდი მუშაობა ჩაატარა ვახუშტი ბაგრატიონის ატლასების გმოსაცემი ვარიანტის მომზადებაში. კარტოგრაფი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.59


Share: