Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელისაბედ გარსევანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1942 წელს. 1943-1947წწ. მუშაობდა საშუალო სკოლებში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1947 წლიდან - მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1952-1955წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი; 1956 წელს დაინიშნა მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის გეოგრაფიის მეთოდკაბინეტის გამგედ; 1960-1964წწ. ლექციებს კითხულობდა თბილსიის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1964-1969წწ. გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1969-1993წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი იყო. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო და მეთოდური ნაშრომი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია "გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკა", რომელშიც გაშუქებულია გეოგრაფიის სწავლების კერძო და ზოგადი მეთოდიკის საკითხები. იგი გამიზნულია უმაღლესი სასწავლებლების გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტებისა და საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლებისათვის. დიდი პოპულარობით სარგებლობს მის მიერ შედგენილი "ფიზიკური გეოგრაფიის საცნობარო ლექსიკონი" (1964, 1976). მიღებული აქვს "სახალხო განათლების წარჩინებულის" სამკერდე ნიშანი (1960). პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სადანდიდატო დისერტაციის თემა - "რელიეფის სწავლება საშუალო სკოლაში", დაიცვა 1962 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.59-60 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |