Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა გეთიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით 1985 წელს. 1979 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ლაბორანტად, 1988 წლიდან უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1998 წლიდან მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. ასრულებს განყოფილების თემატური გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს, აქვს კომპიუტერთან მუშაობის საკმაო გამოცდილება და გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობს საქართველოს გეოსაინფორმაციო სისტემების მონაცემთა ბაზის შექმნაში. სხვადასხვა დროს პარალელურად მუშაობდა მანქანათმშენებლობის კოლეჯში და თბილისის მე-6 გერმანულ გიმნაზიაში გეოგრაფიის მასწავლებლად. გამოყენებითი გეოგრაფიის კავკასიის ინსტიტუტში სტუდენტებს ასწავლის კომპიუტერული ასისტენტირების საფუძვლებს. მუშაობს სამეცნიერო საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც შეეხება საქართველოს საკურორტო მეურნეობის განვითარების პრობლემებს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.67
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |