The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტატიანა გივიშვილი

ტატიანა გივიშვილი
Date of birth:17 April, 1940  (85 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი 1964 წელს.

1964-1969წწ. მუშაობდა თბილისის 64-ე საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1969 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრაზე უფროს მასწავლებლად; 1984 წლიდან საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანია; 1969-1972წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი. ეკონომიკურ-გეოგრაფიულ პრობლემებზე გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთიანი ტერიტორიების ეკონომიკურ-გეოგრაფიული განვითარების პრობლემები (აღმოსავლეთ კავკასიონის მაგალითზე)", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.78


Share: