The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დენიზა გოზალიშვილი

დენიზა გოზალიშვილი
Date of birth:1 September, 1919
Date of death:29 January, 1998  (at 78 years)
Category:Historian, Educator, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით 1940 წელს.

1941-1947წწ. მუშაობდა საქართველოს ისტორიის მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 1951 წელს მეთოდისტად განათლების სამინისტროს ბავშვთა საექსკურსიო-ტურისტულ სადგურში; 1953 წლიდან თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგ-მეთოდისტია; 1963-1990წწ. არჩეულ იქნა საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პასუხისმგებელ მდივნად; 1966 წელს მიიწვიეს ა. ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპიურ კლუბში სასწავლო ნაწილის უფროსად. შეთავსებით გააგრძელა მუშაობა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში. მთამსვლელობა და ტურიზმი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1940 წელს დაიწყო. 1941 წელს საბჭოთა კავშირში პირველი ზამთრის სათხილამურო ასვლის ხელმძღვანელის მოადგილეა, პირველი მთამსვლური ასვლების მონაწილე ჭაუხების მასივში, მწვერვალ "ვაჟა-ფშველაზე", ზამთარში მყინვარწვერზე, ორწვერზე, მაილზე და სხვ. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა მრავალდღიანი ტურისტული ლაშქრობები კავკასიონის რიგ უღელტეხილებზე (მამისონი, ზეკარი, ბურსაჭირი და სხვ.), ასვლები ყუროზე, ტერსკოლის პიკზე, იალბუზის ფერდობზე. 1969 წელს ხელმძღვანელობდა ბავშვთა საექსკურსიო-ტურისტული სადგურის მიერ ჩატარებულ რესპუბლიკურ ალპინიადას თრუსოს ხეობაში, 1971 წელს კი მეცნიერ მთამსვლელ ქალთა ზამთრის ასვლას მწვერვალ არაგაწზე ქართული ფეხსაბიჯებით (თხილამურებით), რომელიც მიზნად ისახავდა აგრეთვე სახალხო მეურნეობაში (დიდთოვლიანობაში) მათ გამოყენებას. მისი ხელმძღვანელობით წლების განმავლობაში ტარდებოდა პოპულარული საერთაშორისო ფოტო-კინო კონკურსი "მთები და ადამიანები", ბავშვთა ნახატების კონკურსი "ჩემი მთები". მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით პირველად საბჭოთა კავშირში შეიქმნა მთამსვლელთა მუზეუმი თბილისში და ყაზბეგში. გამოქვეყნებული აქვს რიგი ნაშრომები ქართულ ენციკლოპედიაში, საკავშირო და ქართულ პრესაში. იყო საკავშირო კატეგორიის მსაჯი კლდეზე ცოცვაში (1979), მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მთამსვლელი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.87

Awards and Honors

  • 1981 - საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტი დამსახურებული მუშაკი
  • 1981 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

Bibliography

  • იალბუზი (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 15გვ.
  • მთის მგოსანი : იგორ კაზალიკაშვილის შემოქმედება (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1983. - 30გვ.
  • მთის ბილიკებით : ტურისტული ლაშქრობანი საქართველოს მთიანეთში (Author). - თბილისი, ნაკადული, 1980. - 174გვ.
  • მცხეთა : საკვირაო ტურისტული გასვლების მეგზური (Author). - თბილისი, საქ. ტურიზმის რესპ. საბჭო, 1966. - 32გვ.
  • ჯოკია : ეძღვნება გამოჩენილ მთამსვლელს დიმიტრი (ჯოკია) სერაპიონის ძე გუგავას (Author). - თბილისი, ატლანტი. - 64გვ.

Share: