Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია გოგია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნოღა, მარტვილის რაიონი. სწავლობდა სოხუმის დაწყებით სკოლასა და ქუთაისის საოსტატო სემინარიასთან არსებულ პირველდაწყებით სკოლაში, იყო ხონის საოსტატო სემინარიის პანსიონერი. ხონის საოსტატო სემინარიის დამთავრებისთანავე გამწესდა სოფელ ჭიორის (ყოფილი რაჭის მაზრა, ახლანდელი ონის რაიონი) დაწყებითი სკოლი გამგედ, რაჭის სხვადასხვა სოფელში მსახურობდა სკოლის გამგედ და მასწავლებლად, ხუთი წელი მუშაობდა ბაქოში "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქართულ სკოლაში მასწავლებლად, თბილისის რეალურ სასწავლებელში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. სხვადასხვა დროს იყო კახეთში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების ინსპექტორი და მეთოდისტი, ზუგდიდის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი, სწავლული მდივანი და დირექტორი. პირველი ლექსი, "ილიას საღამო" გამოაქვეყნა ვ. გუნიას ჟურნალ "საქართველოში" (1908, №9). იმავე წელს, პირველი წერილი - მოწოდება ქართული ენის სწავლების შესახებ, დაბეჭდა მოწაფეთა პერიოდულ ალმანახში "მოწაფის ჩანგი" (№4). წერდა საბავშვო, მხატვრული და პედაგოგიურ-აღმზრდელობითი ხასიათის ლექსებს, მოთხრობებს, იგავ-არაკებს, მეთოდურ-პედაგოგიურ, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და პუბლიცისტურ წერილებს, ნარკვევებს და სხვ. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში: "განათლება", "განათლების მუშაკი", "საბჭოთა მასწავლებელი", "ნაკადული", "პიონერი", "მომავალი", "საქართველო", "ბურჯი", "განთიადი", "ცხოვრება", "მეგობარი", "ფასკუნჯი", "კოლხიდა", "იმერეთი", "ერი", "ჩვენი ერი", "თემი", "შრომა", "სახალხო ფურცელი", "სახალხო გაზეთი", "სახალხო საქმე", "ტრიბუნა", "კომუნისტი", "კომუნარი", "მებრძოლი" და სხვ. 1919-1921წწ. იყო პედაგოგიურ ჟურნალ "განათლების" რედაქციის მდივანი და მისი გამოცემის ხელმძღვანელი, იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" და "ბუნების კარის" შემსწორებელ-გადამამუშავებელი კომისიის წევრი. სხვა თანაავტორებთან ერთად შეადგინა ქართული ენის სახელმძღვანელო (დაწყებითი სკოლებისათვის) "ჩვენი სკოლა" - I და II ნაწილი (ტფ., 1923). ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის საკითხებზე. ილია გოგიას რედაქტორობით გამოვიდა ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შრომები, ტ.I.- თბ., 1947. -გვ. 12-400. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.628 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |