The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ინაშვილი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:6 ნოემბერი, 1870
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

ერთხანს თბილისშივე ასწავლიდა ქართულ ენას ფავრის პანსიონში, შემდეგ ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც პეტერბურგის უნივერსიტეტში გადავიდა, მაგრამ უკვე ტუბერკულოზით იყო დაავადებული და სტუდენტობის წლებშივე გარდაიცვალა; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ "მნათობთან". ჟურნალის პირველივე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში "საჭიროა თუ არა ქართული რიგიანი ჟურნალი?" (1869, მარტი) მან დაასაბუთა ეროვნული ჟურნალისტიკის დიდი მნიშვნელობა საერთო-ნაციონალური თვითშეგნების ჩამოყალიბება-განმტკიცებისათვის, საზოგადოების ცხოვრებისა და აზრის ჰუმანიზაციის, ხალხის "გონებითი, ზნეობითი და ნივთიერი წარმატებებისათვის". თარგმნა ინგლისელი ფილოსოფოსისა და ეკონომისტის, ჯ. ს. მილის "ქალების განთავისუფლება" ("მნათობი", 1869, მაისი–აგვისტო), თარგმანის წინასიტყვაობასა და კომენტა­რებში მან სა­ქარ­თვე­ლოში პირველთაგანმა წამოჭრა ე. წ. "ქალთა საკითხი" (ქალთა ემანსიპაციის პრობლემა).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.267


გააზიარე: