Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იობი (ეპისკოპოსი)![]()
Biographyქართლის ეკლესიის მეთაური (ეპისკოპოსი) IV საუკუნის შუახანებში; "მეფეთა ცხოვრების" ავტორის ცნობით, "მოკუდა იაკობ ეპისკოპოსი, და დაჯდა იობ სომეხი, ნერსე კათალიკოსისა დიაკონი"; მის წარმომავლობის შესახებ მკვლევრები სხვადასხვა აზრისანი არიან; იგი მიჩნეულია "მცხეთის ადგილობრივი სომხური თემის წარმომადგენლად" (ჰ. მურადიანი), ეროვნებით ქართველად, რომელიც ქართლის ეკლესიის მეთაურად ხელდასხმამდე სომხეთში მოღვაწეობდა (გ. მაისურაძე); IV საუკუნის შუახანების ქართლში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო ქართლის ეპისკოპოსად იგი ნერსე სომეხთა ეპისკოპოსმა აკურთხა; "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკის შატბერდულ რედაქციაში იობის სომხობაზე არაფერია ნათქვამი და მითითებულია, რომ `ნერსე სომეხთა კათალიკოსის დიაკონი იობ" ქართლის "მთავარეპისკოპოსი" თრდატ მეფის დროს იყო. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.326
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |