The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი დვალაშვილი

გიორგი დვალაშვილი
Date of birth:11 July, 1976  (48 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხით 1999 წელს. 1999-2002წწ. სწავლობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში გეომორფოლოგია და ევოლუციური გეოგრაფიის სპეციალობით.

2004-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი, მოწვეული პედაგოგი; 2006-2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გოგრაფიის დეპარტამენტი, მოწვეული პედაგოგი; 2006-2009წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიისა და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის განყოფილება, განყოფილების გამგე; 2009-2014წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, გეომორფოლოგიის-გეოეკოლოგიის განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გოგრაფიის დეპარტამენტი, ასისტენტ პროფესორი. 1999 წლიდან მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების შემსწავლელ სამეცნიერო ექსპედიციებში; 1999-2001წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა და ასპირანტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, ხოლო 2001 წლიდან ალ. ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ახალგაზრდული სექციის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეომორფოლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი (აკადემიური დოქტორი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.108; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Bibliography


Share: