შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე გძელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ოთხი კლასი. მუშაობდა რკინიგზის ტელეგრაფის განყოფილებაში, იყო სოფლის მასწავლებელიც. 1900 წელს ვლ. ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით გამოვიდა სცენაზე (ი. გულისაშვილის "ცხოვრება ბრძოლაა"), 1907 წლიდან იყო წარმოდგენების ხელმძღვანელი, 1910 წლიდან დასის უფროსი. პროვინციებისა და სახალხო თეატრების სცენაზე დგამდა წარმოდგენებს. 1906 წელს, შალვა დადიანის დახმარებით გამოაქვეყნა "დასჭკნა ყვავილი" (ესკიზი). წერდა მინიატურებს ჟურნალ-გაზეთებში: "ფასკუნჯი", "თეატრი და ცხოვრება", "იმერეთი", "სახალხო გაზეთი", "ბათომის გაზეთი", "შრომა", "ამირანი", კოლხიდა", "თემი". თარგმნა პიესები: "ჰენრიხ მეფე ნავარიისა", "ბართლომეს ღამე", "უკანასკნელნი", ალქაჯი"; გადააკეთა "სალხინო", "ქიზიყის მოურავის მეუღლე", აღებული სიუჟეტით დაწერა "ტახტის მემკვიდრე". 1905 წელს მონაწილეობდა პოლიტიკურ გამოსვლებში, ორი თვით იჯდა მეტეხის ციხეში. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.787
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |