Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე გძელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ოთხი კლასი. მუშაობდა რკინიგზის ტელეგრაფის განყოფილებაში, იყო სოფლის მასწავლებელიც. 1900 წელს ვლ. ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით გამოვიდა სცენაზე (ი. გულისაშვილის "ცხოვრება ბრძოლაა"), 1907 წლიდან იყო წარმოდგენების ხელმძღვანელი, 1910 წლიდან დასის უფროსი. პროვინციებისა და სახალხო თეატრების სცენაზე დგამდა წარმოდგენებს. 1906 წელს, შალვა დადიანის დახმარებით გამოაქვეყნა "დასჭკნა ყვავილი" (ესკიზი). წერდა მინიატურებს ჟურნალ-გაზეთებში: "ფასკუნჯი", "თეატრი და ცხოვრება", "იმერეთი", "სახალხო გაზეთი", "ბათომის გაზეთი", "შრომა", "ამირანი", კოლხიდა", "თემი". თარგმნა პიესები: "ჰენრიხ მეფე ნავარიისა", "ბართლომეს ღამე", "უკანასკნელნი", ალქაჯი"; გადააკეთა "სალხინო", "ქიზიყის მოურავის მეუღლე", აღებული სიუჟეტით დაწერა "ტახტის მემკვიდრე". 1905 წელს მონაწილეობდა პოლიტიკურ გამოსვლებში, ორი თვით იჯდა მეტეხის ციხეში. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.787
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |