The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის კაზინეცი

ბორის კაზინეცი
Date of birth:16 October, 1930  (94 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

1952 წელს დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1952 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ნოვოჩერკასკის დრამატულ თეატრში. სხვა­და­სხვა წლებში მუ­შა­ობ­და ნოვოჩერკასკის (1952-1953), საბჭოთა არმიის (1954-1955), როსტოვის კომედიის (1955-1958) და მ. გორკის სახელობის დრამატული (1958-1960; 1971-1974), პერმის დრამა­ტუ­ლი (1960-1964), თბილისის გრიბოედოვის (1964-1968), რიაზანის (1968-1970), მინსკის მ. გორკის სახელობის (1970-1971) თეატრებში; 1974 წლიდან თბილისის გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია; 1991 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში; 1992 წელს ვა­შინგტონის გარეუბანში დაა­ფუძნა მოყვარულთა თეატრი, რომელსაც მოგვიანებით "ბორის კაზინეცის თეატრი" ეწოდა, ხოლო შემდეგ – "რუსული კლასიკის თეატრი"; მას განსახიერებული აქვს 200- ზე მეტი როლი. თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: არისტახი, ჯადოქარი (ვ. შუკშინის "ენერ­გიული ადამიანები", "თვალსაზრისი"), ქალაქკომის მდივანი (ა. ჩხაიძის "როცა ქალაქს სძინავს"), ზურაბ მოდრეკილაძე (ვ. იაქა­შვი­ლის "ჰორიზონტს იქით"), იოჰან ვილჰელმ მებიუსი (ფ. დიურენმატის "ფიზიკოსები"), შეფი (ა. კოტეტი­შვი­ლის "სამოთხის ვაშლები“), ბურგომისტრი (გ. გორინის "შემწვარი იხვის ფრენა"), ფილიპ ლუტიკოვი (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), იგორ გორჩაკოვი (ი. დვორეცკის "გაცილება"), პეტრე რიზაევი (ა. კაზანცევის "ძველი სახლი") და სხვა; მსახიობი წარმატებით ასახიერებს დრამატულ, სახასიათო და კომედიურ როლებს, რაც მის ფართო სამსახიობო დიაპაზონზე მეტყველებს. მისი საშემსრულებლო კულტურა გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით, მოქალაქეობრივი პოზიციების სიმკვეთრითა და მიზანდასახულობით.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.461-462

Awards and Honors

  • 1983 - სა­ქართველოს სახალხო არტისტი

Share: