The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ თვალჭრელიძე

მერაბ თვალჭრელიძე
Date of birth:7 March, 1952
Date of death:July, 2004  (at 52 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით.

1975 წელს მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მეოთხეული გეოლოგიის, ხოლო 1981 წლიდან გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილებაში. 1982-1986წწ. დაუსწრებელი ასპირანტურის კურსი გაიარა ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიურ ინსტიტუტში (ლითოლოგიის განყოფილება). 1989 წელს სამუშოდ გადავიდა ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტის ლითოლოგიურ განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე; 1991 წლიდან არის სედიმენტოლოგიისა და ლითოლოგიის სექტორის ხელმძღვანელი; 1992 წლიდან შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის პალეოგეოგრაფიის ლაბორატორიაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება ადამიანისა და გარემოს ურთიერთობის საკითხს მეოთხეულ პერიოდში, შავი ზღვის უახლეს გეოლოგიურ ისტორიას, ანთროპოგენური და ბუნებრივი ფაქტორების როლის შეფასებას შავი ზღვის ეკოსისტემებზე. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო ზონის თანამედროვე ნალექების ლითოლოგია", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.134;  წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.52

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი

Share: