Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დომენტი თოლორაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოდიში, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1938 წელს. მუშაობა დაიწყო ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად. 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. 1947 წლიდან კვლავ პედაგოგიურ ინსტიტუტში იწყებს მუშაობას; 1968-1979წწ. იყო საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1979-1985წწ. მოსამზადებელი განყოფილების დეკანი. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია იმ დროისათვის ნაკლებად შესწავლილი საკმაოდ რთული მხარის ბუნებრივი პირობების სრულყოფილი დახასიათება. მისი კვლევის ობიექტი დიდხანს იყო დასავლეთ საქართველო. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ამასთან, არის მრავალი მეთოდური წერილის ავტორი, რომელიც ხელს უწყობდა საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში გეოგრაფიის სწავლების გაუმჯობესებას. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ზოგად დედამიწათმცოდნეობაში, მხარეთმცოდნეობაში, სსრ ფიზიკურ გეოგრაფიასა და გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1970). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქვემო სვანეთის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1963 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.135; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.171; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 46-47 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |