Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ იმნაძე![]()
Biographyდაბადების ადფგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1965 წელს; თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1963-1968 წლებში თბილისის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის ფოტოლაბორანტი, თბილისის სახეხი ჩარხების ქარხნის მუშაკი, ქარელის ჰიდროგეოლოგიური პარტიის უფროსი მექანიკოს-გეოლოგი; 1966-78წწ., 1983-1990წწ. მუშაობდა საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში, იყო რეჟისორის ასისტენტი, რეჟისორი, კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორის ასისტენტი, საქტელერადიოს რეჟისორი; 1978-1985წწ. პოლიტპატიმარი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №74 წყალტუბოს საარჩევნო ოლქიდან, ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 181; ჟურნალი "თბილისელები": tbiliselebi.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |