Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ კაპანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვედა საზანო, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობა 1974 წელს. 1974-1977წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრაზე უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1977-1985წწ. საქართველოს კპ ცკ-თან არსებული საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელ ცენტრში რეფერენტის თანამდებობაზე, პარალელურად, 1977-1980წწ. მუშაობდა ჯერ საქართველოს საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ინჟინერ-ეკონომისტად, ხოლო 1981-1985წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში - სამეცნიერო ინფორმაციის სექტორში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1985 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელია, 1994 წლიდან ინსტიტუტის სწავლული მდივანი. მის სადისერტაციო ნაშრომში გაანალიზებულია ბუნებრივ-გეოგრაფიული, ისტორიულ-გეოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებანი, თანამედროვე დემოგეგორაფიული სიტუაცია და მოსახლეობის მიგრაციული პროცესების სოციოლოგიური კვლევის შედეგები და განსახლების ძირითადი ნიშნების რეკონსტრუქციის მიმართულებები. მუშაობდა ტრანსპორტის გეოგრაფიის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს მთიანი რაიონების დემოგეგორაფიული პრობლემები", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.141-142
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |