The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯუანშერ კანდელაკი

ჯუანშერ კანდელაკი
Date of birth:4 November, 1925
Date of death:1 June, 1988  (at 62 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1947 წელს.

1968-1975წწ. იყო აკადემიკოს კ. ერის­თა­ვის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში სისხლძარღვთა ქირურგიის განყბის ხელმძღვანელი; ითვლება სისხლძარღვთა ქირურგიის დანერგვისა და განვითარების, აგრეთვე თირკმლის ჰემოდიალიზისა და თირკმლის გადანერგვის ერთ-ერთ ფუძემდებლად; მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლილი მიუძღვის მუცლის აორტისა და მისი დისტალური ტოტების აღდგენითი ქირურგიის განვითარებასა და ვაზორენალური ჰიპერტენზიის ქირურგიული მკურნალობის საკითხების დამუშავებაში; იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა (მათ შორის 2 მონოგრაფიის) და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1970).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 516

Awards and Honors

  • 1975 - სა­ქართველოს სა­ხელმწიფო პრემია

Share: