The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე დადვაძე

Other name:პეტრე დ.  (Pseudonym)
ცვარი  (Pseudonym)
Date of birth:20 January, 1880
Date of death:16 May, 1918  (at 38 years)
Burial location:ქ. იალტა (ყირიმი)
Category:Translator, Publicist

Biography

1907 წელს ექსტერნად ჩააბარა გამოცდები კავკასიის სასწავლო ოლქის სამმართველოსთან არსებულ სპეციალურ კომისიას (აჩვენა საუკეთესო შედეგი). უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება უსახსრობის გამო ვერ შეძლო და იძულებული გახდა ოდესის სამხედრო სასწავლებელში შესულიყო, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ვლადივოსტოკში, ციმბირის მებრძოლთა ჯარში გაამწესეს. პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელთა წინააღმდეგ იბრძოდა. დაავადდა ყელის ჭლექით და იალტაში სამკურნალოდ წასული იქვე გარდაიცვალა. წერდა ლექსებს, რეცენზიებს. იყო ჟურნალ "თეატრი და ცხოვრების" ერთ-ერთი დამაარსებელი. ამ ჟურნალში იბეჭდებოდა მისი კრიტიკული წერილები ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ, როგორც ორიგინალური ისე ნათარგმნი. რამდენიმე წერილი "დროებაში" გამოაქვეყნა (ოსკარ უაილდის შესახებ-კამათი გრიგოლ რობაქიძესთან). პავლე დადვაძის ძმა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.791


Share: