შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გავრილ კაჩალინი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. მისი ხელმძღვანელობით სსრკ ნაკრები გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1956) და ევროპის პირველი ჩემპიონი (1960). თამაშობდა "ვოლნი ტრუდში" (1928), გომელის "დინამოში", მოსკოვის "დინამოში" (1936-1942). ბასკეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართული ამხანაგური შეხვედრის მონაწილე; 1945-1948წწ. სამწვრთნელო კარიერა დაიწყო მოსკოვის "ტრუდოვიე რეზერვიში"; 1949-1952წწ. წვრთნიდა: მოსკოვის "ლოკომოტივს"; ტაშკენტის "პახტაკორს" (ფახთაკორი, 1960; 1975), 1964-1965წწ. და 1971-1972წწ. თბილისის "დინამოს"; 1973-1974წწ. მოსკოვის "დინამოს"; იყო სსრკ ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე (1954) და მთავარი მწვრთნელი (1955-1958, 1960-1962, 1968-1970); მისი ხელმძღვანელობით სსრკ ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში (1958, 1962, 1970). სსრკ-ის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების (1965) და სსრკ-ის ოლიმპიური ნაკრების (1966-1968) მწვრთნელი; მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამო" თავის ისტორიაში პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964). ფეხბურთელი (ნახევარმცველი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 576 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |