The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გავრილ კაჩალინი

გავრილ კაჩალინი
Date of birth:17 January, 1911
Date of death:23 May, 1995  (at 84 years)
Category:Sports Coach, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

მისი ხელმძღვანელობით სსრკ ნაკრები გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1956) და ევროპის პირველი ჩემპიონი (1960). თამაშობდა "ვოლნი ტრუდში" (1928), გომელის "დინამოში", მოსკოვის "დინამოში" (1936-1942).  ბასკეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართული ამხანაგური შეხვედრის მონაწილე; 1945-1948წწ. სამწვრთნელო კარიერა დაიწყო მოსკოვის "ტრუდოვიე რეზერვიში"; 1949-1952წწ. წვრთნიდა: მოსკოვის "ლოკომო­ტივს"; ტაშკენტის "პახტაკორს" (ფახთაკორი, 1960; 1975), 1964-1965წწ. და 1971-1972წწ. თბილისის "დინამოს"; 1973-1974წწ. მოსკოვის "დი­ნამოს"; იყო სსრკ ნა­კრების მთავარი მწვრთნელის თა­ნა­შემ­წე (1954) და მთავარი მწვრთნელი (1955-1958, 1960-1962, 1968-1970); მისი ხელმძღვანელობით სსრკ ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში (1958, 1962, 1970). სსრკ-ის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების (1965) და სსრკ-ის ოლიმპიური ნაკრების (1966-1968) მწვრთნელი; მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამო" თავის ისტორიაში პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964). ფეხბურთელი (ნახევარმცველი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 576

Awards and Honors

  • 1956 - სსრკ დამსახურებული მწვრთნელი
  • 1950 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1940 - სსრკ ჩემპიონი
  • 1937 - სსრკ თასის მფლობელი
  • 1937 - სსრკ ჩემპიონი

Share: