| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუსუდან კორძახია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი კლიმატოლოგიის სპეციალობით 1950 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოში ინჟინერ-მეტეოროლოგად. 1953 წლიდან მუშაობდა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათში შესწავლილია ზოგიერთი კლიმატური ელემენტების დროითი და სივრცობრივი განაწილების თავისებურებები. განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი აქვს ჰაერის სინოტივის შესწავლას, აეროპორტების კლიმატურ დახასიათებას, წაყინვებს საქართველოს ტერიტორიაზე. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1964) და 1984 - სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების დიპლომი (1984). კლიმატოლოგი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.162-163
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

