The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ კაციტაძე

ჯემალ კაციტაძე
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მექანიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხოტე­ვი, ახ­ლანდელი ამბროლაურის მუნი­ცი­პალიტე­ტი.

დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1961 წელს.

1961-1979წწ. მუ­შა­ობ­და სა­ქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში (სოხუ­მი); იყო ლითონთა ტექ­ნოლოგიისა და მანქანათა რემონტის კა­თე­დრის გამგე; 1979-1990წწ. სა­ქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და ლითონთა ტექნოლოგიის კა­თედ­რას; 1990-2001წწ. იყო მანქანების საიმედოობის, რემონტისა და მასალათა ტექნოლოგიის კა­თე­დრის გამგე; 2013-2014წწ. აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში; ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას; მისი შრომები ეხება სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების საიმედოობის გაანგარი­შე­ბისა და გაზრდის თეორიული საფუძვლე­ბის დამუშავებას, ინოვაციური რესურსდამზოგი ­ტექნო­ლოგიური ხერხე­ბის ­შექმნას გა­ცვეთილი დეტალების აღდ­გე­ნი­სათვის ავტომატური გალვა­ნური (ასევე მდნო­ბის თანაობისას) დადუღების მეთოდე­ბით, აგ­რეთვე მათემატიკურ საფუძვ­ლებს მანქანების სა­ი­მედოობისა და აღდგენის რეჟი­მების ოპტიმიზაცი­ისათვის (განზომილებათა და ­მსგავსობის თე­ორიისა და ალბათურ-სტატის­ტიკური მო­დელი­რების ­გამოყენე­ბით). მის მიერ ნაპოვნია მსგავსობის კრი­ტე­რიუმები და აგებულია ადეკვატური მათემატიკური მოდელები; მიღებული აქვს სა­ხელმწიფო ჯილდოები, გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები. 2015 წელს მიღებული აქვს სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის ოქროს მე­და­ლი. აქვს 14 საავტორო მოწმობა და პატენტები გამოგონებებზე. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1989).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 578; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.135

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სა­ქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1993-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს საპატიო სიგელი
  • 2014 - საქართველოს საუკეთესო მეცნიერი აგროინჟინერიის დარგში
  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღხრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: