The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ კახიანი

Date of birth:20 July, 1905
Date of death:30 August, 1966  (at 61 years)
Category:Bibliographer, Humanitarian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1930 წელს.

1931-1945წწ. მუ­შა­ობ­და მთავარ ბიბლიოგრაფად სა­ქართველოს სა­ხელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც ხელმ­ძღვა­ნელობ­და სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის განყოფილებას; 1932-1938წწ. მოღვაწეობდა პირველი "ქართული საბჭოთა დიდი ენციკლოპედიის" რედაქციაში; ავტორია ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და თეორიული ბიბლიოგრაფიის დარგებში გამოქვეყნებული ნაშრომებისა; ვრცელი მეცნიერული ანოტაციებით გამოსცა ბიბლიოგრაფია "მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები" (1937); ავტორია ასეთივე ნაშრომისა "ქართველი მოაზროვნეები. უძველესი დროიდან 1921 წლამდე" (თანაავტ.: ნ. რეხვია­შვი­ლი, კ. კახიანი). 1941 წელს გამოქვეყნდა მის მიერ შედგენილი ანოტირებული ბიბლიოგრაფია "უცხოელები სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ" («ბიბლიოგრაფიის მოამბე», N2–3). 1945-1949წწ. იყო სა­ქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახი­შვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერი მუშაკი, სადაც მოამზადა ნაშრომი "სამკურნალო წიგნის ადგილი ქარ­თული მედიცინის ისტორიაში" (1949); მონაწილეობდა "ქარ­თლის ცხოვრებისა" და ბერძნულ-ქართული დოკუმენტური ლექსიკონისათვის მასალების მოძიებაში; 1953-1956წწ. მუ­შა­ობ­და ს. ჯანაშიას სახელობის სა­ქართველოს სა­ხელმწიფო მუზეუმში, სადაც მისი თანაავტორობით დაიბეჭდა "1921-1956 წლებში მუზეუმის მიერ გამოცემული კრებულების, შრომების და სტატიების ბიბლიოგრაფია" (1957); მისი სხვა ნაშრომებიდან აღსანიშნავია თემატური ბიბლიოგრაფიები სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიიდან (რედ. ნ. ბერძენი­შვი­ლი). ნაშრომები: ანოტაციის საგნის საკითხისათვის, «სა­ქარ­თვე­ლოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის შრომები», 1938, ტ. 4; ნარკვევ-თხრობითი ანოტაცია, «ბიბლიოგრაფიის მოამბე», 1940, N1; ბიბლიოთეკათმეცნიერების ცალკეულ დისციპლინათა, მისი საერთო სისტემის და ორგანიული წყობის საკითხისათვის, იქვე, 1941, N2–3. სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის ერთერთი ფუძემდებელი სა­ქარ­თვე­ლოში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 599

Bibliography

  • მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები : ქართულ ენაზე არსებული მსოფლიო ლიტერატურის ნაწარმოებთა ბიბლიოგრაფიული საძიებელი ანოტაციებით (Author). - თბილისი, (საქ. კ.პ.(ბ)ც.კ. პარტგამომცემლობის სტ., 1937. - 23გვ.

Share: