Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ დელბა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აძიუბჟა, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ტექნიკუმი; ნ. კრუპსკაიას სახელობის კომუნისტური აღზრდის აკადემია 1930 წელს. 1930 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; 1937-1938წწ. იყო აფხაზეთის ასსრ განათლების სახალხო კომისარი; 1938-1948წწ. აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე; 1948-1953წწ. აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე; არჩეული იყო სსრკ და საქართველოს სსრ პირველი და მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, 1950 წელს აირჩიეს მესამედ. იყო საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის და საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ბიუროს წევრი. წერდა და აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წერილებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.852 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |