The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ლაოშვილი

ზურაბ ლაოშვილი
Date of birth:17 March, 1963  (62 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სვენეთი, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის სპეციალობით 1990 წელს.

1988-1990წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრაზე ლაბორანტად; 1990 წლიდან იმავე კათედრასთან ახლად დაარსებულ გეოეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1997 წლიდან - კათედრასთან არსებულ დედამიწის დისტანციური ზონდირების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად; 1992 წლიდან შეთავსებით მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიისა და აეროკოსმოსური მეთოდების განყოფილებაში მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე; 1996-1997წწ კი, ასევე შეთავსებით, გეოლოგიური ინსტიტუტის აეროკოსმოსური მეთოდების განყოფილებაში; 1999 წლიდან თანამშრომლობს ქართული ენციკოპედიის სამეცნიერო რედაქციასთან, როგორც კარტოგრაფი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, 15-მდე სხვადასხვა მასშტაბის რუკა, ძირითადად რუკის ციფრული ვარიანტები. მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვის სფეროში განხორციელებულ რამდენიმე პროექტში, პროექტის თანაავტორი და კოორდინატორი; 1994 წლიდან არასამთვრობო გარემოს დაცვითი ორგანიზაცია "პოსეიდონის" თანათავმჯდომარეა; 1995-1996წწ. არჩეულ იქნა საქართველოს შავი ზღვის პრობლემებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს თვმჯდომარედ; 1998-2002წწ. იყო გეოინფორმაციული სისტემების (გის) და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრის "გეოგრაფიკის" დირექტორი. გეომორფოლოგი, გეოინფორმაციული სისტემების ტრენერი, სამხედრო გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.167

Bibliography


Share: