შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კახნიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დილიკაური, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1927 წელს. 1929 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის ორგანული ქიმიის კათედრაზე; წლების განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის დეკანი; მისი სამეცნიერო შრომები ეხება ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნაერთების სინთეზსა და კვლევას; მისი ხელმძღვანელობით შესწავლილია ფენოლების, კრეზოლების (მეთილფენოლების) და გვაიაკოლის (ორთო-მეთოქსიფენოლების) ალკილირების რეაქციები უჯერი სპირტებით. დადგინდა ფენოლების კატალიზური ალკილირების მექანიზმი, გამოკვლეული იყო მიღებული ნივთიერებების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები მცენარეთა ზრდის სტიმულატორებად. ვაზის ნერგის გამოსავლიანობაზე განხორციელებული კვლევის შედეგები აღინიშნა გამოგონების სერტიფიკატით; მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ქართულ ენაზე ქიმიის სახელმძღვანელოების შექმნაში. ქართულად თარგმნა რამდენიმე სახელმძღვანელო ორგანულ ქიმიაში. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1954). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 602 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |