Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე კახნიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დილიკაური, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1927 წელს. 1929 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის ორგანული ქიმიის კათედრაზე; წლების განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის დეკანი; მისი სამეცნიერო შრომები ეხება ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნაერთების სინთეზსა და კვლევას; მისი ხელმძღვანელობით შესწავლილია ფენოლების, კრეზოლების (მეთილფენოლების) და გვაიაკოლის (ორთო-მეთოქსიფენოლების) ალკილირების რეაქციები უჯერი სპირტებით. დადგინდა ფენოლების კატალიზური ალკილირების მექანიზმი, გამოკვლეული იყო მიღებული ნივთიერებების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები მცენარეთა ზრდის სტიმულატორებად. ვაზის ნერგის გამოსავლიანობაზე განხორციელებული კვლევის შედეგები აღინიშნა გამოგონების სერტიფიკატით; მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ქართულ ენაზე ქიმიის სახელმძღვანელოების შექმნაში. ქართულად თარგმნა რამდენიმე სახელმძღვანელო ორგანულ ქიმიაში. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1954). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 602 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |