Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე დურგლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზემო ხვითი, კასპის რაიონი. 1895 წელს დაუახლოვდა "მესამე დასს", მონაწილეობდა მუშათა ყველა გამოსვლაში. 1900 წელს აგვისტოს მუშათა დიდი გაფიცვის გამო დააპატიმრეს, როგორც გაფიცვის ორგანიზატორი. 1903 წლიდან მუშაობდა სახალხო თეატრში, სადაც არალეგალურ საქმიანობას ეწეოდა სხვა მუშებთან ერთად. 1904 წელს, მეფის მთავრობის მიერ გურიაში გასაგზავნი სადამსჯელო რაზმის შესაჩერებლად, ავჭალასთან რკინიგზის ლიანდაგი აყარა. 1905 წელს ქართლში შექმნა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები, აწყობდა მიტინგებს, ეწეოდა რევოლუციის აგიტაცია-პროპრგანდას. 1907 წელს აირჩიეს სახალხო უნივერსიტეტის გამგეობაში, ამავე დროს ხელმძღვანელობდა პროფკავშირებს, მისი მონაწილეობით გამოდიოდა ჟურნალები "ჩვენი ქვეყანა" და "ახალი ქვეყანა" (ამ ჟურნალების გამოცემას ხელმძღვანელობდნენ ლადო დარჩიაშვილი, ნოე ჟორდანია, ივანე გომართელი და სხვ.). თბილისიდან მონაწილეობდა პირველ, მეორე და მესამე სახელმწიფო სათათბიროების არჩევნებში. რევოლუციონერი, პროპაგანდისტი, აგიტატორი, ორგანიზატორი, სახალხო მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.892 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |