The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოფელია ლომაია

ოფელია ლომაია
Date of birth:23 November, 1932  (92 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1956 წელს.

გაიარა ასპირანტურის კურსი. მუშაობდა მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. მის სადისერტაციო ნაშრომში მოყვანილია ატმოსფეროს სასაზღვრო ფენის ზოგიერთი პარამეტრების (ზედა საზღვარი, ტურბულენტობის მახასიათებელი, თერმული მდგრადობა და სხვ.) განსაზღვრის და მათი ცვალებადობის კანონზომიერების გამოკვლევის შედეგები. გამოქვეყნებული აქვს 56 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება ატმოსფეროს სასაზღვრო და მიწისპირა ფენის შესწავლას, ქალაქებში სმოგური სიტუაციების წარმოშობის მეტეოროლოგიური პროგნოზის, ცალკეულ გეოგრაფიულ რაიონებისათვის ჰაერის გაჭუჭყიანების მეტეოროლოგიური პოტენციალის განსაზღვრას, თბილისში მიწისპირა ფენის მყარი აეროზოლების და ოზონის კონცენტრაციის მეტეოროლოგიურ პარამეტრებთან კავშირის გამოკვლევას და სხვ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ამიერკავკასიის ზოგიერთი რაიონების ატმოსფეროს სასაზღვრო ფენის გამოკვლევა", დაიცვა 1969 წელს (მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.174


Share: