შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ კეკელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩოხატაური, ახლანდელი დაბა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1955 წელს. 1961 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა ლაბორატორიისა და კათედრის ხელმძღვანელად;1984-1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილის გამგე; 1985-1993წწ. პრორექტორი საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგში; თანამშრომლობდა სოხუმის ი. ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის უნივერსიტეტთან, ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტთან და სხვა სამეცნიერო ცენტრებთან; 2009 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; მისი კვლევის ძირითადი სფეროა ნახევარგამტარებისა და მყარი სხეულების ფიზიკა, ტექნოლოგია, ელექტრონიკა, მასალათმცოდნეობა, რადიაციული ფიზიკა, ფიზიკის მეთოდები ეკოლოგიაში. მის მიერ აღმოჩენილია მესრის ორმოდიანი რხევის მოვლენა InP-InAS მყარ ხსნარებში, რომლებიც გამოიყენება მიკრო და ოპტოელექტრონიკაში; მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში. მიღებული აქვს სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის უმაღლესი ჯილდო – საპატიო სიგელით, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით (1975, 1976, 1985), ლაიფციგის გამოფენის ოქროს მედალი და დიპლომი (1977), საქართველოს უმაღლესი განათლების რესპუბლიკური პრემია (1983), საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს პრემია (1996), საქართველოს პრეზიდენტის მადლობის წერილი (2000). არის 9 მონოგრაფიისა და 300-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1984). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 616; ნოდარ კეკელიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: mritsu.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უწყებები: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.345; ნოდარ კეკელიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: mritsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |