შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით 1957 წელს. 1957-1960წწ. მუშაობდა VII რაიონის ექსპედიციაში (მოსკოვის ფილიალი) ტექნიკოს-გეოლოგად; 1960-1980წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეოთხეულ განყოფილებაში; 1980 წლიდან მუშობდა ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიურ ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე, ხოლო 1995 წლიდან წამყვანი მეცნიერი თანამშრომელია. მისი მეცნიერული მუშაობის სფერო შეეხება მეოთხეულ ნალექების სტრატიგრაფიას, კორელაციას, მეოთხეული პერიოდის პალეოგეოგრაფიას, ახლგაზრდა ვულკანიზმს, პალეომაგნეტიზმს და სხვ. გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გეომორფოლოგიაში, მეოთხეულ გეოლოგიაში, პალეოგეოგრაფიაში. შრომების ნაწილი დაბეჭდილია უცხოეთის გამოცემებში. მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზუმებში (იტალია, კანადა, გერმანია, ჩინეთი, უნგრეთი, თურქეთი, რუსეთი და სხვ.). არის რამდენიმე საზოგადოების წევრი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალციხის ქვაბულის მეოთხეული ნალექები და რელიეფის განვითარების ისტორია", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.178; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.53 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |